• ადმინი
  • 23/ 09/ 2026
  • სიახლე

რეხის საბავშვო ბაღის გახსნა

სოფელ რეხის საბავშვო ბაღი განახლებული ინფრასტრუქტურით გაიხსნა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული ბაღი აღსაზრდელებს თანამედროვე, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს სთავაზობს.
რეაბილიტაციის ფარგლებში: მოეწყო და განახლდა შიდა და გარე სივრცეები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, შენობა აღიჭურვა ახალი ინვენტარით, ეზოში განთავსდა ატრაქციონები.

განახლებული საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს აღსაზრდელებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და მათ საჭიროებებზე მორგებული სააღმზრდელო გარემოს შექმნას.