G O R I K I D S

Loading

მოგესალმებით

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო

მოგვწერეთ

  • მოგვწერეთ

    +995577428370

  • ელ-ფოსტა

    saagento18@gmail.com

  • ლოკაცია

    გორი სტალინის გამზირი # 16

კონტაქტი

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო

shape-img
shape-img
shape-img
shape-img
shape-img

ჩვენს შესახებ

         არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სრული სახელწოდებაა - „გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო“ (შემდგომში - სააგენტო).

       სააგენტო წარმოადგენს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საბავშვო ბაღების ეფექტიანი მართვა და ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მისი დამფუძნებელია გორის მუნიციპალიტეტის მერია.


        სააგენტოს წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით უფლებამოსილია შეიძინოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, ჩაატაროს ტენდერები, დადოს ხელშეკრულებები, შესაბამისი საკანონმდებლო მოთხოვნის თანახმად ისარგებლოს და განკარგოს მისი აქტივები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე არბიტრაჟში, სასამართლოში, აგრეთვე მესამე პირთან ურთიერთობაში. სააგენტო ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია გორის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. სააგენტოს აქვს ბეჭედი, შტამპი და კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები; სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქალაქი გორი, სტალინის გამზ. N16, ელექტრონული ფოსტა: saagento18@gmail.com.


         სააგენტოს საქმიანობა მიზნად ისახავს ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, აღსაზრდელთათვის უსაფრთხო, ჯანსაღი და ჰოლისტურ განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნასა და საგანმანათლებლო პროცესის სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელებას.


სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:


* სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მართვა და ადმინისტრირება

* საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის მონიტორინგი და მხარდაჭერა

* უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობა

* ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვის მხარდაჭერა

* ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა

* ინფრასტრუქტურის განვითარებისა და გაუმჯობესების კოორდინაცია


სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს:


* ბავშვთა ფიზიკური და ფსიქოემოციური უსაფრთხოების დაცვას

* ძალადობის პრევენციისა და ბავშვზე ზრუნვის მექანიზმების მხარდაჭერას

* თანასწორი, ინკლუზიური და მხარდაჭერაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას

* სოციალური და ემოციური განვითარების ხელშეწყობას

* ბავშვის ღირსებისა და საუკეთესო ინტერესის პრინციპის დაცვას


          სააგენტო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტებისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპის საფუძველზე.