- ადმინი
- 15/ 09/ 2026
- სიახლე
ახალი სასწავლო წელი
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი დაიწყო.
სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი შათირიშვილი, სააგენტოს თანამშრომლებთან და გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელ რამაზ შიოშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს ესტუმრა.
სტუმრებმა დაწესებულებების თანამშრომლებსა და აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს, ბაღებში არსებული გარემო და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ.
შეხვედრების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ბაღებში შექმნილ პირობებზე, აღსაზრდელებისთვის უსაფრთხო, კეთილმოწყობილი და განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს მნიშვნელობაზე, ასევე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ხარისხიანად წარმართვაზე.