• ადმინი
  • 01/ 06/ 2026
  • სიახლე

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერის მოადგილე, ქეთი დვალიშვილი, სააგენტოს მეთოდისტთან ერთად, გორის V საბავშვო ბაღს ესტუმრა და აღსაზრდელებთან ერთად ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ აქტივობებში ჩაერთო. ღონისძიება მოიცავდა როგორც ინფორმაციულ, ასევე სახალისო აქტივობებს. ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს შემოქმედებით და სპორტულ თამაშებში, მოხატეს და გააფერადეს წინასწარ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები.

ღონისძიების მიზანი იყო ბავშვებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა, მათი შესაძლებლობების წარმოჩენა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მნიშვნელობის ხაზგასმა.