• ადმინი
  • 06/ 02/ 2026
  • სიახლე

წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში მრავალფეროვანი, სახალისო და საინტერესო აქტივობები იმართება.
ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი შათირიშვილი, მეთოდოლოგიური მიმართულების სპეციალისტებთან ერთად მე-5 საჯარო ბაღში დაესწრო, სადაც პატარებს საინტერესო მოთხრობები წაუკითხეს.
კვირეულის ფარგლებში, ასევე, ესტუმრნენ გორის ბავშვთა და მოზრდილთა ბიბლიოთეკას, სადაც აღსაზრდელებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა გაიმართა.